← მთავარი
სპორტი

ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?

პსჟ “ბაიერნის” 24 წლის გარემარბით მაიკლ ოლისეთი დაინტერესდა, - იტყობინება Get Football News-ი.   გამოცემის მტკიცებით, პსჟ ოლისეს შეძენას შეეცდება, ტრანსფერის განხორციელებას იმედოვნებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი. ასეთ შემთხვევაში ის ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს.   ოლისემ გასულ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 52 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა გაკეთა, “ბაიერნთან” კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 150 მილიონი ევროა.   ადრე ოლისეს ყიდვის სურვილი “რეალმა” გამოთქვა. “ბაიერნის” პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ მაიკლის გასხვისებას არ აპირებენ და “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ტყუილად შეთავაზების გაკეთებით თავი არ უნდა შეიწუხოს. თეგები:ბაიერნიპსჟმაიკლ ოლისე(1) / (3)

← მთავარი