← მთავარი
პოლიტიკა

ოკუპირებულ სოხუმს განას დელეგაცია სტუმრობდა

7 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ოკუპირებულ სოხუმს განას დელეგაცია სტუმრობდა

„გულწრფელად მიხარია, რომ ვუმასპინძლებ განას რესპუბლიკის პატივცემულ წარმომადგენლებს აფხაზეთში. თქვენ გრძელი გზა გაიარეთ და დღევანდელი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ჩვენ ვიცნობთ და დიდად ვაფასებთ განას რესპუბლიკას, როგორც ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის პატივია და გვიხარია ჩვენი განაელი მეგობრების მასპინძლობა“, - თქვა მან.

ამ ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული სოხუმი განის ერთ-ერთ ქალაქს, სუჰუმს, დაუძმობილდა, აფხაზური სააგენტო „აფსნი პრესი“ კი წერს, რომ „სოხუმი და მსგავსი სახელის მუნიციპალიტეტი განაში დაძმობილებული ქალაქები გახდნენ“.

← მთავარი