თბილისის საქალაქო სასამართოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 4 ბრალდებულის განაჩენი გამოაცხადა: მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა შეეფარდა;ნანა სანდერს — 7-წლიანი პატიმრობა; აბო ნავერიანს — 5-წლიანი პატიმრობა; ანტონ უპერს ასევე — 5-წლიანი პატიმრობა. დაკავების შემდეგ, მარიამ მეყანწიშვილი, იმის გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, გირაოთი იყო განთავისუფლებული. ის განაჩენს სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.
ანტონ უპერი მიმალვაშია და სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მეყანწიშვილს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. აღნიშნული ბრალი ითვალისწინებდა ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ნანა სანდერს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. პროკურატურა აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.