← მთავარი
სპორტი

ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის

16 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის

ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდისErnests Gulbis03:58/16-06-2026+-40 წლის ცნობილმა მექსიკელმა მეკარე გილერმო ოჩოამ განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.    ვეტერანმა კიპერმა ეს განცხადება FIFA-ს ოფიციალური YouTube არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მან თქვა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის გარეშე, კარიერის გაგრძელების მოტივაციას კარგავს.   “რადგან ეროვნულ ნაკრებში ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, კარიერის გაგრძელებისა და ფეხბურთში ჩემი ყოფნის მიზეზს ვეღარ ვხედავ. ნაკრებში ყოველი წამით დავტკბი. მოედანზე ყველაფერი გავიღე და მშვიდი სულით მივდივარ”, - თქვა ოჩოამ.    გილერმო ოჩოასთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიულია - ეს მის საფეხბურთო კარიერაში მეექვსე მუნდიალია. თუმცა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან საშინაო ტურნირის გახსნით მატჩში, რომელიც მექსიკის 2-0 გამარჯვებით დასრულდა, გამოცდილი მეკარე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.   ჯგუფურ ეტაპზე მექსიკელები კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ. 19 ივნისს სამხრეთ კორეას, 25 ივნისს კი ჩეხეთს დაუპირისპირდებიან. გეტყვით იმასაც, რომ საკლუბო დონეზე ოჩოა ბოლოს კვიპროსის ლიმასოლის “აელში” ასპარეზობდა. თეგები:გილერმო ოჩოა(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი