"კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს" - ნურმაგომედოვი თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
დღეს, 11 ივლისს, თბილისში RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიება უნდა გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს არაერთი ცნობილი სპორტსმენი სტუმრობს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და ერთ-ერთი დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ.
როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მერაბის მიერ უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ნათქვამი რეპლიკა ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა და გააპროტესტა.
აღნიშნულ ინციდენტს სოციალური ქსელის საშუალებით თავად ნურმაგომედოვი გამოეხმაურა.
“კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ ის იკითხა, ზურგს უკან რატომ ლაპარაკობდიო. არ მჭირდება შენი შეურაცხყოფა იმისთვის, რომ თავი კაცად ვიგრძნო. ვინ ხარ სინამდვილეში, მაშინ ჩანს, როცა გარშემო ხალხი არ არის და არავინ არ ჩაერევა”, - დაწერა ნურმაგომედოვმა.
ცნობისთვის, RAF-ის ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.