← მთავარი
სპორტი

თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში - ნორვეგიამ აშშ-ში 300 კგ ორაგული და 116 კგ ყველი წაიღო

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში - ნორვეგიამ აშშ-ში 300 კგ ორაგული და 116 კგ ყველი წაიღო

ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში გაემგზავრა. სტალე სოლბაკენის გაწვრთნილი გუნდი ასპარეზობაში 17 ივნისს ჩაერთვება და ერაყს დაუპირისპირდება, ასევე მათი მეტოქეები სენეგალი და საფრანგეთი იქნებიან.   BBC-ის ცნობით, სკანდინავიელებმა აშშ-ში 300 კგ ორაგული, 116 კგ ყველი და 6 000 ცალი ფორთოხალი წაიღეს.   ნაკრებმა სამი ნორვეგიელი შეფ-მზარეულიც წაიყვანა, რათა დარწმუნდნენ, რომ ფეხბურთელები იმ საკვებს მიირთმევენ, რომელსაც მიჩვეულები არიან და სახლიდან შორს ყოფნისას თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.   აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ნაკრებმა ბოლოს მუნდიალზე მონაწილეობა 1998 წელს მიიღო.თეგები:ნორვეგიის ნაკრები(0) / (0)

← მთავარი