სპორტი
ნოიერი „ბაიერნთან” კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგლძრივებს
Sky Sport-ის ცნობით, „ბაიერნი მიუნხენის” 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი კლუბთან კონტრაქტს 1 წლით გაახანგლძრივებს — მნიშვნელოვნად შემცირებული ანაზღაურებით. ოფიციალური განცხადება 16 მაისამდე უნდა გაკეთდეს, სანამ კლუბი ბუნდესლიგის ამ სეზონის ბოლო მატჩს გამართავს.
Kicker წერს, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ვეტერან მეკარეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანასაც განიხილავს — ეს ნაბიჯი გამოიწვია ეროვნული გუნდის მეკარის პოზიციაზე შექმნილმა გაურკვეველმა მდგომარეობამ.
ნოიერმა გერმანიის ნაკრებში კარიერა ევრო 2024-ის შემდეგ დაასრულა. მიმდინარე სეზონში „ბაიერნის” ფერებში მან ყველა ტურნირზე 36 მატჩი გამართა, სადაც 39 გოლი გაიშვა და 11 შემთხვევაში კარი „მშრალად” შეინახა.