ნიტა ჯამაგიძე ევროპის ჩემპიონია — გურზებით ოქრო მოიპოვა ვარნაში
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ მხატვრული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე ნიტა ჯამაგიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა — იუნიორთა კატეგორიაში გურზებით ვარჯიშში. ქართველი სპორტსმენი კვალიფიკაციიდან ფინალამდე წამყვანი იყო.
შედეგები
ნიტამ მსაჯებისგან 26,900 ქულა დაიმსახურა. მეორე ადგილი ბულგარელ დეა ემილოვას ერგო — 26,800 ქულა. ბრინჯაო ისრაელის წარმომადგენელ მარია მიაჩინამ მოიპოვა — 26,550 ქულა.
ბურთით ვარჯიშში ნიტა ფინალში მეხუთე ადგილს დასჯერდა.
გუნდური ასპარეზობა
გუნდური ასპარეზობაში ნიტა ჯამაგიძის გვერდით ელენე ბაქრაძე და მილა შავლაძე ასპარეზობდნენ. საქართველოს ნაკრებმა 97,900 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა — ბრინჯაოს მედლის მფლობელ ისრაელს მხოლოდ 0,050 ქულით ჩამორჩა. ჩემპიონი ბულგარეთის ნაკრები გახდა, ვერცხლი უკრაინას ერგო.
საქართველოს გუნდმა მეოთხე ადგილიდანვე უკან მოიტოვა ისეთი გამოცდილი სატანვარჯიშო ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, იტალია, ბელარუსი და გერმანია.
უცხოურმა მედიამ ნიტა ჯამაგიძე „მხატვრული ტანვარჯიშის ახალ ქართველ ვარსკვლავად” მონათლა.