← მთავარი
სამართალი

"საჭმელი კუჭის ნაცვლად მუცლის ღრუში იღვრებოდა..." - საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციის შემდეგ 35 წლის ქალი დაიღუპა: რას ამბობენ ახლობლები

24 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

35 წლის ნინო მუჯირი საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ჰყვებიან, ოპერაცია 12 იანვარს გაკეთდა. მათი თქმით, ოპერაცია ლიცენზია შეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ამბობენ, რომ მიზეზი სეფსისი გახდა.

“ნინო, 35 წლის… სად გადის ზღვარი სამედიცინო შეცდომას და სამედიცინო დანაშაულს შორის, თქვენ მიპასუხეთ მე თუ ვცდები.12 იანვარს საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციაზე მივიდა, 20-წუთიანი პროცედურაა, იმავე დღეს ეწერებიან სახლში. მითხარით ლიცენზია შეჩერებულ ექიმს შეეძლო კონსულტაციის ჩატარება და მით უფრო ოპერაციის? ოპერაციამდე წინა დღეებში ცხელების ეპიზოდი ჰქონდა, ვირუსი ჩვენს ენაზე, ანამნეზის შეკრებისას ექიმს უნდა უგულებელეყო ეს მონაცემები და ვირუსის მატარებლისთვის ანესთეზია უნდა გაეკეთებინა? ( მათი ვერსიაა რომ ვირუსი ჰქონდა და ისინი არაფერ შუაში არიან) დავუშვათ ჰქონდა ვირუსი, რატომ არ გადაიდო ოპერაცია? რა ნინომ მოატყუა და დაუმალა რომ წინა დღეებში ვირუსი ჰქონდა? სხვა რაზე ვილაპარაკო, კიდევ ბევრი გადაცდომაა, როცა დანაშაულის სათავე უკვე იმაში მდგომარეობს რომ ლიცენზია შეჩერებული ექიმი გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს. ფაქტია,ნინოს არავინ გააცოცხლებს. მას დედობა უნდოდა, მაგრამ სანაცვლოდ მიწაში ჩააწვინეს. როცა გვეგონა რომ დასტაბილურდა, მერე გასტროტომა ჩაუსვეს და სამ დღეში თურმე მოირყა. მოირყა თუ არასწორად ჩასვეს? ახალნაოპერაციებმა, მწოლიარე, უმოძრაო გოგომ როგორ მოარყია გასტროსტომა? საჭმელი რომ კუჭის ნაცვლად მუცლის ღრუში შეჰყავდათ სამი დღე ესეც ნინოს ბრალია?” - წერენ გოგონას ახლობლები. როგორც ირკვევა, გოგონა 6 თვის განმავლობაში იყო კომაში. “შვილს მოწყურებული გოგო ჯალათების სასაკლაომ ბოლომდე გაწირა.15 წუთიანი ოპერაცია (თურმე ოპერაციაც არ ყოფილა მანიპულაცია)6-თვიან სატანჯველად უქცია და ბოლოს ისიც მოახერხეს, რომ სიცოცხლეს გამოასალმეს. ამდენი შეცდომის და ამდენი არასწორი ჩარევის შედეგი სახეზეა. საჭმელი კუჭის ნაცვლად მუცლის ღრუში იღვრებოდა. გინეკოლოგი ანესთეზიას აკეთებს. ლიცენზია ჩამორთმეული ექიმი ოპერაციას და თურმე გადაყვანას ითხოვდნენ, რომ ხელი სხვებზე შეეხოცათ” - ამბობს გოგონას კიდევ ერთი ახლობელი. ცოტა ხნის წინ პირველ სამშობიაროში, სადაც ოპერაცია გაკეთდა, ხმაური იყო. დაღუპული გოგონას ახლობლები კლინიკაში მივიდნენ და მედიკოსებისგან პასუხს ითხოვდნენ: “გოგო მოკლეს. მიცვალებული თავს ვერ დაიცავს. ლურჯი თითები და ლექები ჰქონდა, პულსი არ ჰქონდა, გაყინული თვალები და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული, სხეული გაშეშებული ჰქონდა, მიცვალებული იყო უკვე. მეექვსე თვეა გოგო რეანიმაციაში იწვა, შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირიქით დაღუპეს, მოკლეს, დაჩეხეს, არაფერი არ დააკლდა ამ გოგოს. ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა დღემდე იძახის, ოპერაცია მე არ გამიკეთებიაო. ვის მოვთხოვო პასუხი? - კლინიკის დირექტორს? კი ბატონო, აქ ვზივარ კაბინეტში, მაგრამ გაიპარა და წავიდა იმის გამო, რომ იმ ექიმს ვითხოვ, რომ პასუხი მოვთხოვო.”, - ამბობენ გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები “ტვ პირველის” ეთერში.

← მთავარი