← მთავარი
საზოგადოება

"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge

რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, ისეთი რაოდენობის ნალექი, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს. ჩვენ თვითონ ვნახეთ რა გამოიწვია ამ კატასტროფამ, — ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა აჩვენა, რომ “ჩვენი ინფრასტრუქტურა (ქუჩები და თანდაყოლილი სანიაღვრე სისტემები), ბოლომდე გამართული არ არის”.

“რა დავივიწყეთ, ახლა შევახსენებ თბილისის მცხოვრებლებს - ძალიან ბევრ ქუჩაზე იყო ნასვრეტებიანი თუჯის სანიაღვრე ჭები, ფილებით გაკეთებული, ქუჩებს მიჰყვებოდა, არცერთ რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასეთი ნაგებობები აღარ დარჩა. ეს იყო იმისთვის, რომ წყალი უცებ გასულიყო და სავალი ნაწილი ყოფილიყო მშრალი.

ჩვენ დაგვავიწყდა გავითვალისწინოთ, რომ სანიაღვრე სისტემები არის მნიშვნელოვანი.

ჭავჭავაძის გამზირზე, პირველი რეაბილიტაცია რომ მოხდა, რამდენიმე თვეში უნივერსიტეტსა და 55-ე სკოლას შორის მოხდა დატბორვა. იმ წუთასვე დაიწყეს გამოსწორება. იმიტომ, რომ იქ რაღაც დალუქეს. დალუქეს სანიაღვრე სისტემა. მერე გახსნეს და დღეს ჭავჭავაძეზე აღარ დგება ისეთი რაოდენობის წყალი.

ყველა გახდა მშენებელი, ყველა გახდა ინჟინერი და ამას რომ დათვლა სჭირდება?! უნდა გაიზომოს ბოლო პერიოდის ნალექების რაოდენობა, რამდენი შეუძლია რომ გაატაროს.

ჩვენ სანიაღვრე სისტემებს ბევრ ადგილას სჭირდება რეაბილიტაცია. ბევრ ადგილას მოხდა სანიაღვრე სისტემების გადაკეტვა, კორპუსები ავაშენეთ, შენობები დავდგით და ჩაიკეტა. შესაბამისად, წყლის ნალექის გამტარობა არის შემცირებული”, — განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება

← მთავარი