← მთავარი
საზოგადოება

"აღარ ვმეგობრობთ... აღარ გვაქვს კონტაქტი" - რა მოხდა ნინი ქარსელაძესა და მარიკა თხელიძეს შორის

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ბოლო დროს გავრცელდა ჭორი, რომ მარიკა თხელიძე და ნინი ქარსელაძე აღარ ელაპარაკებიან ერთმანეთს. მათ “ინსტაგრამზე” პროფილებზე გამოწერაც კი გააუქმეს. მედიასა და კულუარებში გაჩენილ კითხვებს წერტილი გადაცემა „სარკასტიკის“ ეთერში უნდა დასმოდა, თუმცა მომღერლების საპასუხო რეაქციებმა საზოგადოებას უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაუჩინა. სანამ ნინი ქარსელაძე ყოველგვარ უთანხმოებას კატეგორიულად უარყოფს და მომხდარს გაუგებრობას მიაწერს, მარიკა თხელიძე ამბობს - “აღარ ვმეგობრობთ”.

ჭორის გადამოწმება „სარკასტიკის“ წამყვანებმა სცადეს. წამყვანების კითხვაზე ნინი ქარსელაძემ ასე უპასუხა: “მსგავსი არაფერი მომხდარა, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ჩხუბი… რაც ასაკი გემატება, მე მგონი, ადამიანი ცოტა სხვა იმაში გადადიხარ, რომ არავისთან ჩხუბი არ არის აუცილებელი, შეგიძლია რომ გაატარო და დაზოგო ენერგიები… აღარ გვაქვს კონტაქტი, აღარ ვმეგობრობთ ცოტა ისეთი ნათქვამია… მართლა არაფერი მომხდარა, ხათუნას ჯანმრთელობას გეფიცებით და თუ რამე მოხდა უბრალოდ მე არ ვიცი მე არ წამიშლია [ინსტაგრამიდან]… მე მგონი მარიკასთან უნდა გადაამოწმოთ ეგ ყველაფერი, რადგან მართლა არაფერი ვიცი”. წამყვანები ასევე დაუკავშირდნენ მომღერალ მარიკა თხელიძესაც: “რა მოხდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, არავისთან ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ზოგადად, შეიძლება ადამიანები მეგობრები აღარ იყვნენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი ყველაფერს, რაც იყო, აქედან გამომდინარე, თავს უფლებას არ მივცემ, დეტალებში შევიდე… აღარ ვმეგობრობთ“.

← მთავარი