← მთავარი
საზოგადოება

21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება

21 ივნისს თეატრალური კომპანია “ჰარაკის” შესასვლელთან ნიკა სახანბერიძის (1981–2025) რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება. გამოფენა აერთიანებს ნიკა სახანბერიძის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს — აბსტრაქტული ექსპრესიონიზმიდან, სტიკერულ ნამუშევრებსა და სკულპტურებამდე. ნიკა სახანბერიძე საქართველოში პოპულარული გახდა საკუთარი ხელით ამოჭრილი ყვავილის ფორმის სტიკერებით, რომლებსაც “ჩუტყვავილებს” უწოდებს. ეს სტიკერები წლების განმავლობაში მთელ თბილისში იყო გავრცელებული და ეკვროდა თითქმის ყველაფერს — მობილურ მოწყობილობებს, ავტომობილებს, კედლებსა და ხეებს.

გახსნა: 21 ივნისს, 18:00 საათზე გამოფენის თარიღები: 21–25 ივნისი საათები: 21 ივნისი 18:00 საათიდან,22–25 ივნისი — 17:00 საათიდან. მისამართი: პეტრე მელიქიშვილის #20 (“ჰარაკის” შესასვლელიდან). კურატორები: დადუ ცოტაძე და ნათია სახანბერიძე.

← მთავარი