ნიკა გაგნიძე ამერიკულ და დანიურ კლუბებს იზიდავს — „ნიუ-ინგლენდ რევოლუშენი” ყველაზე ახლოსაა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ამერიკული „ნიუ-ინგლენდ რევოლუშენისა” და დანიური „მიდტიულანდის” ყურადღების ცენტრშია. ТаТоТаке-ს ჟურნალისტ მიხაილ სპივაკოვსკის ცნობით, ამ ეტაპზე ამერიკელები 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს არიან.
„ვადასტურებთ „ნიუ-ინგლენდ რევოლუშენის” ინტერესს გაგნიძის მიმართ. „მიდტიულანდიც” გარკვეულ დაინტერესებას იჩენს, თუმცა ამერიკელები მოცემულ მომენტში მის გადაბირებასთან უფრო ახლოს არიან,” — წერს სპივაკოვსკი.
გაგნიძი ამ სეზონში უკრაინის პრემიერლიგის 25 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. „კოლოსმა” ის 2024 წელს „დილასგან” 300 ათასი ევროდ შეიძინა და 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი. Transfermarkt-ის მიხედვით, ახლა ფეხბურთელის ღირებულება 900 ათასი ევრო შეადგენს.
საქართველოს ნაკრებში გაგნიძეს 8 შეხვედრა და 1 გოლი აქვს.