← მთავარი
სპორტი

"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მოქალაქეებთან შეხვედრისას ბიჭს ჰკითხა, ვინ არის ახლა ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელი. მან უპასუხა, რომ ასეთად ნეიმარი მიაჩნია. 

„ნეიმარი? ის ხომ საერთოდ არ თამაშობს! გუშინ ინტერნეტში ხუმრობდნენ, რომ მსოფლიოში პირველი დისტანციურად გამოძახებული ფეხბურთელია. დისტანციური მოთამაშე! მე კი არ მომიგონია, მართლაც ხუმრობდნენ ინტერნეტში. თუ ასე გაგრძელდება, ერთხელაც ნაკრების ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეკრება და მოედანზე 11 პელეს გაყვანა მოგვიწევს“, - უთხრა პრეზიდენტმა.

ნეიმარს ეროვნულ გუნდში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. ის „სელასაოს“ ისტორიაში 128 მატჩში გატანილი 79 გოლით საუკეთესო ბომბარდირია. 

ექიმებმა ჯერ არ იციან, როდის ჩადგება „ნეი“ მწყობრში, შეიძლება მერვედფინალისთვის იყოს მზად. O Globo-ს ცნობით, ბოლო ვარჯიშზე 10 წუთით შევიდა მოედანზე და ჟურნალისტებს მიმართა - „მოგენატრეთ?“ თანანაკრებელებმა საპატიო დერეფანი მოუწყვეს, ხოლო კაზემირომ მსუბუქად პანღურიც ამოარტყა. 

ზოგიერთი გამოცემა ირწმუნება, რომ ნეიმარის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანა მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დააძალეს და იქ ერთგვარი თილისმის, „მასკოტის“ როლს ასრულებს.თეგები:კარლო ანჩელოტინეიმარიბრაზილიის ნაკრები(0) / (0)

← მთავარი