სპორტი
"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა
ცნობილი გახდა, რა უთხრა ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, პენალტის შესრულების წინ, ნორვეგიელთა მეკარე ერიან ნიულანს.
Globo-ს ცნობით, ნეიმარი ცდილობდა ნიულანი წყობილებიდან გამოეყვანა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა.
- სად გინდა დაგირტყა?
- ხარიხას გაარტყი, ხარიხას.
- შენ ეს ჩემთან არ გაგივა, იდიოტო.
ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი კი გაიტანა, მაგრამ ბრაზილია 1:2 დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა. ატირებულ „ნეის“ თანაგუნდელები ამშვიდებენენ. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.