← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი: ამაღამ კუნძულ ხარგსა და ნავთობის ინფრასტრუქტურას ავიღებთ და სრულ კონტროლს დავამყარებთ

12 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ტრამპი: ამაღამ კუნძულ ხარგსა და ნავთობის ინფრასტრუქტურას ავიღებთ და სრულ კონტროლს დავამყარებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ამერიკა ამაღამ ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამს, უახლოეს მომავალში კი აიღებს კუნძულ ხარგსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ პუნქტებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ირანს — რომლის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვა და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, მათ შეტევით პოტენციალთან ერთად, განადგურებულია! — ამაღამ ძალიან ძლიერად დაარტყამს. ახლო მომავალში ჩვენ ავიღებთ კუნძულ ხარგსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ პუნქტებს და სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე ისევე, როგორც ეს ვენესუელას შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც ბრწყინვალედ მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, — წერს ტრამპი.

← მთავარი