სპორტი
ნევინი კვარაცხელიაზე: „3-4 წლის წინ ვამბობდი — ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა”
შოტლანდიის ნაკრებისა და „ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა პეტ ნევინმა ხვიჩა კვარაცხელია გამოყო, როგორც მისი ამჟამინდელი ფავორიტი ფეხბურთელი.
„მახსოვს — 3-4 წლის წინ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობდი, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამჟამად ქართველი ჩემი ფავორიტია,” — განაცხადა ნევინმა.
ნევინი ასევე ხაზს უსვამს ნაპოლის „სკუდეტოს” განსაკუთრებულ ფასეულობას — ქალაქის ისტორიისა და ვნებიანი სიყვარულის გათვალისწინებით.