← მთავარი
სპორტი

[მსოფლიო თასი 2026. C ჯგუფი] ნეიმარმა, შეიძლება, ჯგუფური ეტაპი გამოტოვოს, მაროკომ ორი ფეხბურთელი დაკარგა...

12 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მსოფლიო თასი 2026. C ჯგუფი] ნეიმარმა, შეიძლება, ჯგუფური ეტაპი გამოტოვოს, მაროკომ ორი ფეხბურთელი დაკარგა...

მსოფლიო თასზე პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ახალი საფიქრალი გაუჩინა ნეიმარის მორიგმა ტრავმამ. “სანტოსთან” მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ნეიმარი თითქოს გამოჯანმრთელდა, მაგრამ… გუნდთან ერთად მორიგი ვარჯიში გამოტოვა, რაც ერთ მნიშვნელოვნად მოასწავებს იმას, რომ მაროკოსთან სასტარტო მატჩი (14 ივნისი, 02:00) მის გარეშე ჩაივლის. ფაქტია ისიც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი მონაწილეობა C ჯგუფის მომდევნო ორ მატჩში ჰაიტისა და შოტლანდიის წინააღმდეგ. ამასობაში, მაროკოს ნაკრებმა ერთბაშად ორი მოთამაშე დაკარგა - “ბეტისის” გარემარბი აბდესამად ეზალზული და “მარსელის” მცველი ნაიეფ აგერი, ტრავმების გამო, მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებენ. ამ ინფორმაციას ფიფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ეზალზული ნორვეგიასთან ამხანაგურ მატჩში (1:1) დაშავდა, ხოლო აგერის ტრავმაზე არაფერია ცნობილი. ამ ორი ფეხბურთელის ნაცვლად ნაკრებში ამინ სბაი (“ანჟერი”, საფრანგეთი) და მარვანი სადანი (“ალ ფატეჰი”) გამოიძახეს.

← მთავარი