სპორტი
NBA: „ოკლაჰომამ” „სან ანტონიო” 123:108 დაამარცხა — ვემბანიამას 26 ქულა საკმარისი არ გამოდგა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-3 მატჩში „ოკლაჰომა სითი თანდერმა” „სან ანტონიო სპურსი” 123:108 დაამარცხა და სერიაში 2:1 ლიდერობა მოიპოვა.
ოკლაჰომის ლიდერი შაი გილჯეს-ალექსანდერი — მიმდინარე სეზონის MVP — 26 ქულით, 12 ასისტით და 2 მოხსნით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გვერდით ახალგაზრდა ჯარედ მაკქეინმა 27 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.
სტუმართა მხრიდან ვიქტორ ვემბანიამამ 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 ბლოკ-შოტი დააგროვა — მაგრამ ეს „სპურსისთვის” საკმარისი არ გამოდგა.
სერიის მეოთხე მატჩი 25 მაისს კვლავ ტეხასში გაიმართება.