4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ანაზღაურება 2024 წელთან შედარებით 43.6 ათასი ლარით გაიზარდა და 2025 წლის დეკლარაციის თანახმად მისი ანაზღაურება 392 689 ლარია.
დეკლარაციის მიხედვით, თურნავა ფლობს:
130,79 კვ.მ ბინას თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე (2003 წელს ჩუქებით გადმოეცა),
33,03 კვ.მ ბინას ბათუმში (2020 ჩუქება);
807-808 კვ.მ მიწის ნაკვეთებს მცხეთის სოფელ არაშენდაში (2016 წელს ჩუქება);
ბაკურიანში ავტოფარეხს (2024 წელს $1 500 დაუჯდა);
199 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ბაკურიანში — 50%-იანი წილის მფლობელი, ღირებულება — 123 710 ლარი.
ნათია თურნავას მეუღლე დავით ვეშაპიძე, რომელიც დეკლარაციის მიხედვით “რუსთავის აზოტის” მრჩეველია, ფლობს:
261 კვ.მ მიწის ნაკვეთს ზემო ვაკეში, ნასყიდობა ₾252 300;
40.72 კვ.მ ბინას ბათუმში — ₾69 880;
249 951 კვ.მ მიწის ნაკვეთს ლაგოდეხის რაიონი — $25 000;
მიწის ნაკვეთს საჩხერის მუნიციპალიტეტში (ფასი არ არის მითითებული) მემკვიდრეობით;
380 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში — $100 000;
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავა საბანკო სეიფში $321 000-ს და €35 000-ს ინახავს, ხოლო მისი მეუღლე — $105 000-ს და ₾10 000-ს.
2025 წლის იანვარში თურნავამ “ბანკ ქართუში” ოთხი იპოთეკური სესხი აიღო — $94 000, $67 400, €267 100 და €122 000. მათი დაფარვის ვადაც 2033-2040 წლებზეა გაწერილი.