← მთავარი
პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას.

24 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთთან გაერთიანება სურთ. მისი თქმით, “მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას”, ამ დანაშაულის შემსრულებელი კი პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილია, რადგან მან “ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კრემლის მითითებით გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოევლო ეს მიწა ონისიდან რაჭის მთებამდე”. ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა “ლეიბორისტული პარტია აფრთხილებდა წლების განმავლობაში ქართველ ხალხს და მსოფლიო თანამეგობრობას, მოსკოვი იერთებს შიდა ქართლს, ჩვენი არსებობისას — ცხინვალის რეგიონს თავისი სახელმწიფო იურისდიქციის შემადგენლობაში, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას ჩვენი ქვეყნისათვის.უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობები პრეზიდენტ პუტინს სურს გადაფაროს ისევ და ისევ ქართული მიწის მითვისებით. აღნიშნული აგრესიული, დანაშაულებრივი, საერთაშორისო სამართლებრივი დელიქტისათვის კრემლს გამზადებული აქვს ყველა ნორმატიული ბაზა, რეფერენდუმი, რატიფიცირებული ეგრეთ წოდებული კონვენციები და საბოლოო ჯამში, ამ დღეებში უკვე პირდაპირ ცხადდება განზრახვა, გააერთიანონ ეგრეთ წოდებული ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.რა თქმა უნდა, ამ ისტორიული დანაშაულის შემსრულებელი ადგილზე და თანამონაწილე პუტინთან ერთად ბრძანდება საქართველოს მოღალატე, ოლიგარქ-დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოსვლისთანავე ხელისუფლებაში კრემლის მითითებით გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოევლო ეს მიწა ონისიდან რაჭის მთებამდე.შემდგომ არც ერთი ანექსიური ნაბიჯი ივანიშვილის რეჟიმმა არ გააპროტესტა არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტში და ყოველმხრივ თავისი დუმილით ხელს უწყობდა იმას, რომ აი აქამდე მოსულიყო საქმე, რისი დაგვირგვინებაც გახლდათ ოლიგარქის სიტყვა წარმოთქმული გორში, სადაც მან ბოდიში მოუხადა ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის მკვლელებს. ამით შემზადდა ის ფონი, რაც დღეს დადგა ჩვენს წინაშე ტრაგიკულ რეალობად, რისთვისაც მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, მათ მთავრობებს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებო რეჟიმში, დაიგმოს რუსეთის აგრესიული ანექსიური მოქმედებები საქართველოს მიმართ, დაწესდეს სანქციები რუსეთის ფედერაციაზე იმის გამო, რაც ჩაიდინა და რასაც ჩადის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, — განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიცია შესთავაზა, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი კი დატოვებს. მის მოვალეობას სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი შეასრულებს.

← მთავარი