112 ნობელის ლაურეატი ირანელი უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადის გათავისუფლებას ითხოვს
112 ნობელის პრემიის ლაურეატი ერთობლივ განცხადებაში ირანელი უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის გათავისუფლებასა და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ითხოვს. განცხადება „ნობელიანტ ქალთა ინიციატივისა” და „ნარგესის ფონდის” კოორდინაციით მომზადდა; ხელმომწერებს შორის არიან ლაურეატები ქიმიაში, ეკონომიკაში, ფიზიკაში, ლიტერატურაში, მედიცინასა და მშვიდობაში.
ხელმომწერთა ინფორმაციით, მოჰამადის ფიზიკური მდგომარეობა „კრიტიკულია” — წონის მკვეთრი კლება, არასტაბილური წნევა, გულის სიმპტომები. სიცოცხლე „მყისიერი საფრთხის” წინაშე დგას, ხოლო თვეებია სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა არ გააჩნია.
10 მაისს მოჰამადი სასწრაფო დახმარებით „თეირან ფარსის საავადმყოფოში” გადაიყვანეს, სადაც სპეციალიზებული გუნდი მკურნალობს. ლაურეატები მიიჩნევენ, რომ ჰოსპიტალიზაცია „პატიმრობის უსამართლობას არ აქარწყლებს”.
„არავინ უნდა იყოს პატიმრობაში პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის ან ადამიანის უფლებების დაცვის გამო,” — განაცხადა ნობელის მშვიდობის პრემიის 1997 წლის ლაურეატმა ჯოდი უილიამსმა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მოჰამადი, 2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, არაერთხელ დაიპატიმრა. ბოლო სასჯელი — 7,5-წლიანი პატიმრობა — 2026 წლის 8 თებერვალს განესაზღვრა.