← მთავარი
სპორტი

მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? -

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ “ნაპოლის” გუნდის 29 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის შენარჩუნება ძალიან სურს და ამ მიზნის ყველანაირად მიღწევას შეეცდება.

მოგეხსენებათ, “პარტენოპეის” მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს ჯიბეზე ხელის გაკვრა და დიდი ხელფასების დანიშვნა არ უყვარს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც აშკარარ იყო.

“ნაპოლი” მაკტომინეის ახალ შრომით ხელშეკრულებას 2030 წლამდე, პლუს 1 სეზონის გახანგლძრივების ოფციით სთავაზობს. ის ამჟამად 4,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსები ემატება, მაგრამ იტალიური მხარე მზადაა, გასამრჯელო სეზონურად 7 მილიონი ევრო გაუხადოს.

მიუხედვად ამისა, შოტლანდიელის აგენტს უფრო მეტი უნდა და “პარტენოპეის” წელიწადში 10 მილიონი ევრო მოსთხოვა.

შეხსენებისთვის, მაკტომინეი “ნაპოლის” ღირსებას 2024 წლიდან იცავს. ის სადებიუტო სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

← მთავარი