← მთავარი
სპორტი

გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება

30 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გადაწყდა -

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან “ნაპოლის” ახალი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი იქნება, რომელიც გასულ სეზონში “მილანს” ედგა სათავეში. 

 

დღეს “შეშლილი მაქსი” “როსონერის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც მხარეები ოფიციალურად შეთანხმდებიან კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტაზე.

 

ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი “პარტენოპეისთან” ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს და მას პირადად გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი წარადგენს. 

 

შეხსენებისთვის, “ნაპოლის” ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ანტონიო კონტე წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა სერია A და იტალიის სუპერ თასი მოიგო. 

თეგები:

მილანი

მასიმილიანო ალეგრი

ნაპოლი

აურელიო დე ლაურენტისი

ანტონიო კონტე

გაზიარება:

(0) /

(1)

← მთავარი