ამერიკული კონსორციუმი „ნაპოლის” 2 მილიარდ დოლარად ყიდულობს — დე ლაურენტისი ჯერ ყოყმანობს
The Athletic-ის ცნობით, ამერიკული კონსორციუმი Underdog Global Partners (UGP) „ნაპოლის” შეძენაზე ექვსი თვეა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ დე ლაურენტისს გაყიდვა არ სურდა, UGP-მ შეჩერება არ განიზრახა — შეთავაზება 2 მილიარდ დოლარს უტოლდება.
UGP უკვე ფლობს იტალიის მესამე ლიგის „კამპობასოს” და გასული წლის მაისში „ნაპოლის” საკალათბურთო კლუბის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. კონსორციუმი NBA-ს ეგიდით ევროპა ლიგაზე განაცხადის შეტანას გეგმავს, რომლის სტარტი 2027 წლითაა გათვალისწინებული. ამ გეგმის ფარგლებში „ნაპოლის” საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები ერთიანი მულტისპორტული სტრუქტურის ქვეშ გაერთიანდებიან.
კონსორციუმის წინადადება ითვალისწინებს „დიეგო მარადონას” სტადიონის პრივატიზებასა და მასშტაბური რეკონსტრუქციის ჩატარებას. მოლაპარაკებები რამდენიმე სადავო საკითხის გამო დროებით შეჩერდა, თუმცა UGP დიალოგის განახლებას ჩქარობს.
კითხვა ერთია: გაუძლებს ცდუნებას ოჯახური კლუბის, „ნაპოლის”, პრეზიდენტი — ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტალიელი მეწარმე — 2 მილიარდ დოლარს?