← მთავარი
საზოგადოება

"ჩემმა მეუღლემ, რომელთანაც გაცილებული ვიყავი, მემკვიდრეობით დამიტოვა იოგა... მთელი "ორერა" თავზე დგებოდა" - ნანი ბრეგვაძის "სახალხო ინტერვიუ" მშობლებზე, კარიერასა და ოჯახზე

7 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს” მორიგი სტუმარია ქართული სცენის ლეგენდა, მომღერალი ნანი ბრეგვაძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო “სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ნინო:

ნატა:

თინა:

-რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა და პირველად ვინ აღმოაჩინა თქვენში მუსიკალური ნიჭი? ვინ იყო თქვენი მუსიკის მასწავლებელი?

ლიკა:

ბესიკი:

ნიკა:

ნათია:

უცნობი:

ერთი ოჯახი ვიყავით. 15 წელი ვიყავი მათთან და არ მახსოვს, ვინმესთან რაიმე უსიამოვნება, დისკომფორტი მქონოდა - ხელისგულზე მატარებდნენ. გული დამწყდა, როცა „ორერა“ დაიშალა.რობერტ ბარძიმაშვილი თავის საქმეში ნამდვილი გენიოსი იყო. მას საქმის გარდა არაფერი აინტერესებდა. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა - მეუღლე, შვილი, მშობლები, ძმა, მაგრამ საქმე მისთვის პირველ ადგილზე იდგა. ავტობუსში რომ ჩავსხდებოდით და გასტროლზე მივდიოდით, ჩვენ ვხუმრობდით, ვიცინოდით, ის მარტო იჯდა და ფიქრობდა. მერე მივხვდი, რომ სულ ახალ პროგრამებზე, იდეებზე მუშაობდა და ამაზე მანამდე ბევრს ფიქრობდა. ძალიან მკაცრი ხელმძღვანელი იყო. ჩევენგან მაქსიმუმი ამოიღო. ერთხელ მითხრა კიდეც: „ნანი, მე თქვენგან უკვე ყველაფერი ამოვწურე, ახლა სხვა პროექტი უნდა დავიწყოო“.

“ორერას” შემდეგ, ჩემი უფრო სერიოზული დამოკიდებულება ხელოვნებასთან მაშინ დაიწყო, როდესაც მედეა გონგლიაშვილთან ერთად გამოვედი სცენაზე. წარმოიდგინეთ, უშველებელ სცენაზე ვდგავართ ორი ქალი - მედეა და მე. ძალიან ვნერვიულობდი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. სულ ვსწავლობდი: სცენაზე ისე ვერ იმღერებ, როგორც სახლში მღერი, ბევრი უნდა იმუშაო, წინ წახვიდე და არავითარ შემთხვევაში არ აღფრთოვანდე საკუთარი თავით. ეს ღუპავს ადამიანს, ვეღარ იზრდები. მე ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვიყავი, ძველი ჩანაწერები არასდროს მომწონდა. დღესაც რომ ვუსმენ, ზოგჯერ მრცხვენია, მაგრამ იმ დროისთვის დამახასიათებელი გადამეტებული სიტკბო და მელიზმები მქონდა, რომლებიც მოგვიანებით სულ მოვშალე. თუ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული არ ხარ, ვეღარ განვითარდები.

ლილიკო:

ნიკოლოზი:

დავითი:

-რა გაბრაზებთ და რა გახარებთ?

თემო:

მარი:

ასეც მოხდა. მთავრობამ წყნეთში აგარაკი გამომიყო (ჩემ გვერდით სოფიკო ჭიაურელს ჰქონდა აგარაკი) და იქ დილიდან საღამომდე შვილიშვილებს დიდი სიამოვნებით ვუვლიდი. მოსკოვსა და ლენინგრადშიც დამყავდა ბავშვები. გოგიკო პატარა იყო და ჩემს კონცერტებზე სიარულით ისე დაიღალა, ტიროდა ხოლმე: „აღარ მინდა (სიმღერას გულისხმობდა), არ წამოვალ“.შვილიშვილები ჩემს სახლში არ გაზრდილან, თავიანთი ოჯახები და დედები ჰყავდათ, ამიტომ ყოველდღიური მოვლის მომენტი არ მქონია, მაგრამ წამოიზარდნენ და არაჩვეულებრივი ადამიანები დადგნენ. ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ და პატივს მცემენ.

რა ბედნიერებაა, როცა ოჯახში არის სიწყნარე, სიმშვიდე, სიყვარული, როცა ბავშვები კარგად აღზრდილები არიან, სწავლობენ და არ გაწუხებენ. აი, ეს არის ჩემი უდიდესი ბედნიერება. ჩემი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ოჯახზე უკეთესი ამ ქვეყნად არაფერია. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ერთმანეთის სიყვარული არ უნდა დავკარგოთ. იმაზე უკეთესი არაფერია, როდესაც გიყვარს შენი ხალხი, შენი ოჯახის წევრები და, პირველ რიგში, შენი ქვეყანა - აი, მაშინ ხარ ბედნიერი.მინდა, ჩემი ეს სიყვარული თქვენც გაიზიაროთ. მე მართლაც დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ და უზომოდ მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემ მიმართ ასეთი თბილი განწყობითაა სავსე.

← მთავარი