"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაიმ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით გადალახა, სენსაცია შემოგვთავაზა და გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ იმედგაცრუებას ვერ მალავდა გერმანელთა მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, რომელმაც ყურადღება 102-ე წუთზე ჯონათან ტას გაუქმებულ გოლზე გაამახვილა.
“მსაჯების მიღებული გადაწყვეტილება სასაცილოა. ვერ გავიგე რატომ არ ჩათვალეს ტას გოლი, მაგრამ უნა აღიარო, რომ ეს ყოველივე საკმარისი არ იყო. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან შეკრული გუნდი გვყავს. ვარჯიშებზე ყოველთვის დადებითი შთაბეჭდილებები მქონდა.
განზრახ თამაშებს არავინ აგებს. ვწუხვარ სტადიონზე მყოფი ყველა გულშემატკივრის და იმათ გამო, ვინც თამაშს სახლში უყურებდა”, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bulinews.
თეგები:
იულიან ნაგელსმანი
გაზიარება:
(2) /
(3)