← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] ნაგელსმანი წავიდა! გერმანიის საფეხბურთო კავშირი ადასტურებს კლოპის მზადყოფნას... | Lelo.Ge

3 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად] ნაგელსმანი წავიდა! გერმანიის საფეხბურთო კავშირი ადასტურებს კლოპის მზადყოფნას... | Lelo.Ge

ოფიციალური ინფორმაციით, იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. როგორც ჩანს, საფეხბურთო კავშირის ოფისში ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, 38 წლის სპეციალისტმა ქვეყნის ფეხბურთის მესვეურები თავის სიმართლეში ვერ დაარწმუნა.

ნაგელსმანს შესთავაზეს გადადგომა და მან ეს შეთავაზება მიიღო. ახლა საკითხავია, ვინ ჩაიბარებს გერმანიის ნაკრებს. ამ მომენტისთვის, ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელიც ამჟამად “რედ ბულის” საფეხბურთო განვითარების პროექტს ხელმძღვანელობს.

“კიკერთან” ინტერვიუში გერმანიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლოპმა “ფუნდამენტური მზადყოფნა გამოთქვა, დაიკავოს ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტური პოსტი”.

თუმცა აუცილებელია მოლაპარაკებები, რომლის მანდატი მინიჭებული აქვთ საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ბერნდ ნოიენდორფს, მმართველ დირექტორ ანდრეას რეტიგს, სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერსა და ბუნდესლიგის პრეზიდენტ ჰანს-იოაჰიმ ვატცკეს. მომავალი კვირის პირველ დღეებში ბევრი რამ გახდება ნათელი…

← მთავარი