← მთავარი
სპორტი

[ეროვნული ლიგა 2026] II წრის სტატისტიკა, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, სიმბოლური ნაკრები

19 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ეროვნული ლიგა 2026] II წრის სტატისტიკა, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, სიმბოლური ნაკრები

[ეროვნული ლიგა 2026] II წრის სტატისტიკა, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, სიმბოლური ნაკრები II წრის საუკეთესო ფეხბურთელი ველისოლი (სამგურალი) ეროვნული ლიგის ამჟამინდელი (და - აბსოლუტურად დამსახურებული) ლიდერის, “რუსთავის” წარმატებულ ასპარეზობას, შესაშური სტაბილურობის გარდა, საკმაოდ ორგანიზებული და გუნდური თამაშიც განაპირობებს. რა თქმა უნდა, ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობასაც არაფერი დაეწუნება, ისევე, როგორც ახლახან დასრულებულ II წრეში გამოირჩეოდნენ ბათუმის “დინამოს” ალბანელი ნახევარმცველი უერდი მარა თუ “სამგურალის” თავდამსხმელი კლაუდიო სებოლინია… თუმცა, ჩვენი აზრით, II წრის საუკეთესო ფეხბურთელი “სამგურალის” შემტევი ნახევარმცველი ველისოლი გახლავთ! 28 წლის ბრაზილიელი საქართველოს ჩემპიონატში შარშან ზაფხულში გამოჩნდა, წლეულს კი წყალტუბოელთა ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ველისოლს მართლაც გამორჩეული წრე ჰქონდა: თბილისის “დინამოსთან” ჰეთ-თრიკი შეასრულა, “იბერია 1999-თან” - დუბლი, ხოლო “დილასა” და “სპაერს” თითო გოლი გაუტანა. II წრის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო ბთ) ჩემპიონატის ეს მონაკვეთი (ანუ, II წრე) პირველ ადგილზე იმ გუნდმა დაასრულა, ყველასთვის ნაცნობ მიზეზთა გამო, სეზონის წინ ვერცერთი ფეხბურთელი რომ ვერ დაიმატა! მეტსაც ვიტყვით: II წრის გამარჯვებული “ის” ბათუმის “დინამოა”, I წრეში ყველაზე ნაკლები - 7 ქულით, ცხრილის ბოლო საფეხურზე რომ იმყოფებოდა… მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ჩვენი რჩეული გიორგი ჭიაბრიშვილია, რომლის ხელმძღვანელობითაც, უამრავი საკადრო პრობლემის მიუხედავად, ბათუმის “დინამო” II წრის გამარჯვებული გახდა! საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, მხოლოდ 2 მწვრთნელია, სამ სხვადასხვა გუნდს რომ მოაპოვებინა ოქროს მედლები - ჭიაბრიშვილის (“ზესტაფონი”, “საბურთალო” / “იბერია 1999”, თბილისის “დინამო”) გარდა, ეს არის რევაზ ძოძუაშვილი (თბილისის “დინამო”, “ტორპედო”, რუსთავის “მეტალურგი”). იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზაფხულიდან ბათუმის “დინამოში” სერიოზულ სატრანსფერო სიახლეებს უნდა ველოდოთ, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, ჭიაბრიშვილმა… მეოთხე გუნდთან ერთად რომ იზეიმოს ჩემპიონობა! II წრის ცხრილი თ მ ფ წ ბ ქ 1. დინამო (ბთ) 9 6 2 1 19:13 20 2. დინამო (თბ) 9 5 2 2 21:12 17 3. რუსთავი 9 5 2 2 11:8 17 4. სამგურალი 9 5 1 3 17:15 16 5. იბერია 1999 9 4 2 3 12:10 14 6. ტორპედო 9 3 3 3 14:12 12 7. გაგრა 9 3 2 4 9:12 11 8. სპაერი 9 2 4 3 13:13 10 9. დილა 9 2 1 6 10:12 7 10. მეშახტე 9 0 1 8 7:25 1 ყველა გოლი დინამო (თბ), 21 აბდულაი იორო - 5, მათე ვაწაძე - 3, ნანა-კოფი დონკორი - 2, როდრიგო რამოსი - 2, ალექსანდრე კალანდაძე - 2, ლეონარდუ სანტუსი - 2, ირაკლი სირაძე - 1, ნიკოლოზ უგრეხელიძე - 1, ნუმან კურდიჩი - 1, რუი მონტეირო - 1, ჰალიდ დოლტმურზიევი - 1 დინამო (ბთ), 19 დმიტრო მანდრიჩენკო - 5, ნიკა კალანდარიშვილი - 4, უერდი მარა - 2, ლევან ხოზრევანიძე - 2, გიორგი კოხრეიძე - 2, ლუკა წულუკიძე - 1, არტიომ მილჩენკო - 1, გურამ ჯაფარიძე - 1, მამუკა კობახიძე - 1 სამგურალი, 17 ველისოლი - 7, კლაუდიო სებოლინია - 5, ირაკლი ჯანჯღავა - 2, ლევან პაპავა - 1, ვინისიუსი - 1, მათე შათირიშვილი - 1 ტორპედო, 14 კომნენ ანდრიჩი - 6, გიორგი არაბიძე - 3, დიეგო დეისაძე - 1, ფელიპე პირესი - 1, ალეკო ბასილაძე - 1, მატეო შიმიჩი - 1, დავით ბუკია - 1 სპაერი, 13 ლაშა კოხრეიძე - 2, გიორგი ცეცხლაძე - 2, ზურაბ გოლუბიანი - 2, გიორგი ბუნტური - 2, ნიკოლოზ კენჭაძე - 1, ნიკა ჩაგუნავა - 1, გიგა სამხარაძე - 1, თემურ ცალუღელაშვილი - 1, ერიკ პიმენტელი (მეშახტე, საკ. კარში) იბერია 1999, 12 ვახო ბედოშვილი - 4, პაატა ღუდუშაური - 3, გიორგი ჯინჯოლავა - 2, ანდრია ბართიშვილი - 2, ამირან ძაგანია - 1 რუსთავი, 11 ავთანდილ გუჯაბიძე - 2, ჟან დე ალმეიდა - 1, პრინს ოსეი - 1, ჯექსონ კენიო - 1, იუტა ნაკანო - 1, ნიკოლოზ ქუთათელაძე - 1, სოლომონ კესი - 1, ვაჟა ფაცაცია - 1, ირაკლი იაკობიძე - 1, ნიკოლოზ ჩიქოვანი - 1 დილა, 10 შოთა შეყილაძე - 3, ლაშა მენთეშაშვილი - 3, ბლანკსონ ანოფი - 2, აბდულმალიკ ოლატუნჯი - 2 გაგრა, 9 ანდრეი ანდრეიჩუკი - 2, ალექსანდრე ფეიქრიშვილი - 1, დავით მუჯირი - 1, ილია სკრიპნიკი - 1, ზურაბ ჭავჭანიძე - 1, ვანდერსონ სილვა - 1, პედრო ბორჟისი - 1, კლაუდინეი - 1 მეშახტე, 7 ირაკლი სიხარულიძე - 2, დიმიტრი ღურწკაია - 1, ლადო ჩიხრაძე - 1, ტარიკ შიკალო - 1, მათე კვირკვია - 1, ლაშა უგრეხელიძე - 1 ჰეთ-თრიკი ვახო ბედოშვილი (იბერია 1999) - 1, კომნენ ანდრიჩი (ტორპედო) - 1, ველისოლი (სამგურალი) - 1 დუბლი დმიტრო მანდრიჩენკო (დინამო ბთ) - 2, შოთა შეყილაძე (დილა) - 1, ლაშა მენთეშაშვილი (დილა) - 1, ნიკა კალანდარიშვილი (დინამო ბთ) - 1, ველისოლი (სამგურალი) - 1, გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999) - 1, აბდულაი იორო (დინამო თბ) - 1 გამოყენებული პენალტები ველისოლი (სამგურალი) - 3, ნიკა კალანდარიშვილი (დინამო ბთ) - 3, გიგა სამხარაძე (სპაერი) - 1, გიორგი არაბიძე (ტორპედო) - 1, დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე) - 1, გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999) - 1, ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999) - 1, ავთანდილ გუჯაბიძე (რუსთავი) - 1 გამოუყენებელი პენალტები გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999, დილასთან - მეკარე დავით კერესელიძე), ლევან პაპავა (სამგურალი, მეშახტესთან - მეკარე ლევან შოვნაძე), ვაჟა ფაცაცია (რუსთავი, გაგრასთან - მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბ, მეშახტესთან - მეკარე ლევან ტყეშელაშვილი) მოგერიებული პენალტები დავით კერესელიძე (დილა) - 1, ლევან შოვნაძე (მეშახტე) - 1, ოლეკსანდრ ვორობეი (გაგრა) - 1, ლევან ტყეშელაშვილი (მეშახტე) - 1 ვინ რამდენი პენალტი დაარტყა სამგურალი - 4, იბერია 1999 - 3, დინამო (ბთ) - 3, რუსთავი - 2, სპაერი - 1, ტორპედო - 1, მეშახტე - 1, დინამო (თბ) - 1 ვის რამდენი პენალტი დაურტყეს დილა - 5, მეშახტე - 3, გაგრა - 2, სპაერი - 2, დინამო (თბ) - 2, სამგურალი - 1, იბერია 1999 - 1 გაძევება გუნდები: დილა - 2, ტორპედო - 2, დინამო (თბ) - 1, დინამო (ბთ) - 1, დილა - 1, გაგრა - 1 ფეხბურთელები: ბარნს ოსეი (დინამო თბ) - 1, ვარლეი (ტორპედო) - 1, ბლანკსონ ანოფი (დილა) - 1, ჟოაო არაუჟო (დილა) - 1, ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ) - 1, სორი მანე (ტორპედო) - 1, გელა სადღობელაშვილი (გაგრა) - 1 ავტოგოლი ერიკ პიმენტელი (მეშახტე, სპაერთან) გოლები შეცვლაზე ზურაბ გოლუბიანი (სპაერი) - 2, ლევან ხოზრევანიძე (დინამო ბთ) - 2, გიორგი კოხრეიძე (დინამო ბთ) - 2, ანდრეი ანდრეიჩუკი (გაგრა) - 1, ლევან პაპავა (სამგურალი) - 1, ნიკოლოზ ქუთათელაძე (რუსთავი) - 1, გიორგი ცეცხლაძე (სპაერი) - 1, ლაშა მენთეშაშვილი (დილა) - 1, დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე) - 1, მათე კვირკვია (მეშახტე) - 1, ირაკლი სირაძე (დინამო თბ) - 1, პედრო ბორჟისი (გაგრა) - 1, ჰალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბ) - 1 ყველა მატჩი შეუცვლელად (I-II წრე) დავით კერესელიძე (დილა), ბუხუტი ფუტკარაძე, გოჩა ცირდავა (ორივე - სპაერი), ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო), ოლეკსანდრ ვორობეი (გაგრა), ვაჟა ფაცაცია ( რუსთავი) ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გიორგი ლორია (დინამო თბ) - 40 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბ) - 16 სადებიუტო მატჩი ალექსანდრე ქუთათელაძე, როლანდ ჯობავა (ორივე - რუსთავი), ილია დგებუაძე, ლევან ტყეშელაშვილი, ლექსო ყველაიძე (ორივე - მეშახტე), ლუკა ქაჩიბაია, გიორგი გრიგალაშვილი, საბა ძნელაძე (ყველა - სპაერი), თორნიკე კვარაცხელია, ლუკა ციკოლია (ორივე - დინამო თბ), ლუკა ფრიდონიშვილი, თემურ წიქორიძე (ორივე - ტორპედო) სადებიუტო გოლი ზურაბ გოლუბიანი, გიორგი ცეცხლაძე, თემურ ცალუღელაშვილი (ყველა - სპაერი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე), მათე შათირიშვილი (სამგურალი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), დავით ბუკია (ტორპედო) მეკარეების მშრალი მატჩები თორნიკე მეგრელიშვილი (იბერია 1999) - 3, დავით კერესელიძე (დილა) - 2, გიორგი ლორია (დინამო თბ) - 2, პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი) - 2, ლუკა კუტალაძე (სამგურალი) - 2, ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო) - 1, ბუხუტი ფუტკარაძე (სპაერი) - 1, როლანდ ჯობავა (რუსთავი) - 1, ოლეკსანდრ ვორობეი (გაგრა) - 1, ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ) - 1 დიდი ანგარიშით მოგება X ტური: მეშახტე-იბერია 1999 1:4, XII ტური: სპაერი-გაგრა 3:0, XIV ტური: მეშახტე-ტორპედო 1:4, XVI ტური: მეშახტე-დინამო (თბ) 1:6 უხვგოლიანი მატჩები XVIII ტური: დინამო (თბ)-სამგურალი 5:3 XVI ტური: მეშახტე-დინამო (თბ) 1:6, XIV ტური: სპაერი-დინამო (ბთ) 3:3, X ტური: მეშახტე-იბერია 1999 1:4, XII ტური: რუსთავი-დინამო (თბ) 2:3, XIV ტური: მეშახტე-ტორპედო 1:4, XV ტური: სამგურალი-იბერია 1999 3:2, XVI ტური: დილა-სამგურალი 2:3, XVII ტური: დინამო (ბთ)-დილა 3:2, XVIII ტური: ტორპედო-დინამო (ბთ) 2:3 შედეგიანობა ტურების მიხედვით X ტური - 14, XI ტური - 13, XII ტური - 16, XIII ტური - 10, XIV ტური - 13, XV ტური - 12, XVI ტური - 19, XVII - 14, XVIII ტური - 22 თამაშის შემობრუნება (I ტ / II ტ) XIII ტური: დინამო (ბთ)-მეშახტე 2:1 (0:1), XVI ტური: დილა-სამგურალი 2:3 (2:1), XVIII ტური: იბერია 1999-რუსთავი 1:2 (1:0)მასალის გამოყენების პირობებიტეგები:გიორგი ჭიაბრიშვილიეროვნული ლიგა 2026ველისოლისტატისტიკა, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, სიმბოლური ნაკრებიმკითხველის კომენტარები / 0 /გააკეთე კომენტარი

← მთავარი