← მთავარი
სპორტი

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა

27 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში ურუგვაი ესპანეთთან 0:1 დამარცხდა და მუნდიალს გამოეთიშა.

“ფურია როხამ” ერთადერთი გოლი ურუგვაის ვეტერანი კარის დარაჯის, ფერნანდო მუსლერას შეცდომის ხარჯზე გაიტანეს, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი 40 წლის მეკარემ შეცვლა მოითხოვა. მატჩის შემდეგ მუსლერამ ბოდიში მოიხადა.

“არასდროს დავმალულვარ და ყოველთვის პირისპირ შევხვედრივარ სირთულეებს. სწორედ ამიტომ მინდა ყველა ურუგვაელს მივმართო.

არასდროს მეგონა, რომ ფეხბურთის გამო ასე ძალიან ვიტანჯებოდი. ამ მუნდიალისთვის შრომა და მომზადება არ დამიკლია. თამაშის დასრულებისას, როცა გასახდელში ყველა ცოტათი დამშვიდდა, ეს ბიჭებსაც ვუთხარი.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად მზად ვიყავი, სათანადო დონეზე თამაში ვერ შევძელი. ბოდიშს ვუხდი გუნდს და მთლიანად ურუგვაელ ხალხს, თუმცა ვიცი, რომ მხოლოდ ბოდიში საკმარისი არ არის”, - განაცხადა მუსლერამ.

← მთავარი