← მთავარი
სპორტი

ფეხბურთელმა, რომელმაც ახლახან მუნდიალზე იასპარეზა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

11 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ფეხბურთელმა, რომელმაც ახლახან მუნდიალზე იასპარეზა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

რამდენიმე წუთის წინ The Sun-მა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების ნახევარმცველმა ჯეიდენ ოსვინ ადამსმა, რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, 25 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადამსი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და მუნდიალზე “ბაფანა ბაფანას” პირველ ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. იგი “მამელოდი სანდაუნსის” ღირსებას იცავდა.

“სამხრეთ აფრიკამ დაკარგა ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლებდა ქვეყნის სამსახურში ყოფნას. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანაგუნდელებსა და ყველას, ვისაც ჯეიდენი უყვარდა”, - ნათქვამია სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელთა პროფკავშირის (SAFPU) განცხადებაში.

ჯეიდენ ადამსს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას უკვე ჰქონდა გადატანილი მძიმე პირადი ტრაგედია - ტურნირის დროს მას ბებია გარდაეცვალა. მიუხედავად ამ მძიმე ამბისა, ფეხბურთელმა ნაკრები არ დატოვა და მოედანზე გამოსვლა განაგრძო.

← მთავარი