სპორტი
"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა და ბოლო ექვსი მუნდიალიდან მეხუთედ გავიდა მეოთხედფინალში.
მატჩის შემდეგ ეგვიპტელთა ნაკრების ფეხბურთელმა მუსტაფა ზიკომ და მთავარმა მწვრთნელმა ჰოსან ჰასანმა შეხვედრის მთავარი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე გააკრიტიკეს.
“ამ ტურნირს იმისთვის ატარებენ, რომ მესიმ გაიმარჯვოს. არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობის მოგებას ვულოცავთ. მსაჯი უსამართლო იყო და მთელი ქვეყნის შრომა წყალში ჩაყარა”, - განაცხადა ზიკომ.
“თუ ასე ძალიან უნდათ, რომ არგენტინამ მუნდიალი მოიგოს, მაშინ რატომ იძახებენ სხვა მონაწილეებს? ეს მატჩი აშკარად ჩაწყობილი იყო და მთელმა მსოფლიომ დაინახა”, - განაცხადა ეგვიპტელთა მთავარმა მწვრთნელმა.
მეოთხედფინალში არგენტინა შვეიცარიას დაუპირისპირდება.