მსოფლიო თასი 2026. A ჯგუფი: კორეა 2:1 ჩეხეთი — ევროპელები მწვრთნელმა გადაჩეხა
მსოფლიო თასი 2026. A ჯგუფი კორეა 2:1 ჩეხეთი 12.06. საპოპანი. “ესტადიო აკრონი”. 44 985 მაყურებელი გოლები: 0:1 კრეიჩი (59. ცუფალის პასით), 1:1 ინ-ბომ ჰვანი (67. კან-ინ ლის პასით), 2:1 ჰიონ-გიუ ო (80. ინ-ბომ ჰვანის პასით) კორეა (3-4-2-1): სინ-გიუ კიმი 7.2* - ჰან-ბომ ლი 6.6, მინ-ჯე კიმი 6.8, იონ-უ სოლი 6.9 - იუნ-ვუ სოლი 6.4, ინ-ბომ ჰვანი 8.8 (84. ჯინ-გიუ კიმი), სინ-ჰო პეკი 7.0 (84. ჯინ-სობ პაკი), ტე-სოკ ლი 7.1 (69. ჯი-სონ ომი 6.8) - კან-ინ ლი 9.0, ჯე-სონ ლი 7.3 (62. ჰი-ჩან ჰვანი 6.5) - ჰინ-მინ სონი 7.1 (69. ჰიონ-გიუ ო 7.6) მწვრთნელი: მიუნ-ბო ჰონი ჩეხეთი (3-4-2-1): კოვარჟი 7.1 - ხალუპეკი 5.6, ჰრანაჩი 5.5, კრეიჩი 6.5 - ცუფალი 5.9, სუჩეკი 5.7, სოიკა 5.7 (84. ხიტილი), ზელენი 6.0, პროვოდი 6.1 (64. სადილეკი 6.6), შულცი 6.2 (64. ჰლოზეკი 6.7) - შიკი 5.7 (64. ხორი 6.1) მწვრთნელი: მიროსლავ კუბეკი გაფრთხილება: გი-ჰიოკ ლი (90+6) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ინ-ბომ ჰვანი (კორეა) არბიტრი: ა. ომარი (ეგვიპტე) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით მექსიკურ საპოპანში სამხრეთ კორეამ მაგარი თამაში დაუტრიალა ჩეხეთს. არადა, აგებდა მას შემდეგ, რაც ევროპელთა კაპიტანმა ლადისლავ კრეიჩიმ აუტიდან მოწოდებული ბურთი თავურით გაგზავნა მეტოქის კარში. კორეელებს რომ წაეგოთ, დიდი უსამართლობა იქნებოდა, რაკი მთელი თამაშის განმავლობაში ჯობდნენ მეტოქეს და ბევრი საგოლე შანსიც შექმნეს. მატჩის მთავარი გმირის მანტია მოისხა ნიდერლანდური “ფეიენოორდის” ნახევარმცველმა, ინ-ბომ ჰვანმა, ვინც ჯერ შესანიშნავი გოლი შეაგდო, მერე კი საგოლე პასიც გაუკეთა თურქული “ბეშიქთაშის” შემტევ ჰიონ-გიუ ოს. და მაინც, მიგვაჩნია, რომ ამ შეხვედრის ბედი მწვრთნელთა დუელმა გადაწყვიტა. კორეელთა დამრიგებელმა, ამ ქვეყნის ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, მიონ-ბო ჰონმა, საგოლე შეცვლა გამოიცნო… ჩეხთა პირველკაცმა, მიროსლავ კუბეკმა კი, ნაადრევად შეცვალა ლიდერები, პატრიკ შიკი და პაველ შულცი. ჰოდა, რაც მოიმკო, თავადაც ხედავთ… ფაქტები ჩეხეთის ნაკრები 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა მსოფლიოს ჩემპიონატს. ჩეხეთის ნაკრების ამ შემადგენლობიდან მუნდიალზე არავის უთამაშია. ლადისლავ კრეიჩის გოლი (59-ე წუთი) მოჰყვა ჩეხეთის ნაკრების პირველ ზუსტ დარტყმას ამ შეხვედრაში. ჰეონ-მინ სონს რომ გაეტანა, ის კორეის ნაკრების ისტორიაში მუნდიალებზე საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა. ახლა კი ორ თანამემამულესთან ერთადაა სამეულში (3-3 გოლი). 35 წლის და 307 დღის ვლადიმირ დარიდა გახდა უხუცესი მოთამაშე, ვინც ჩეხეთს მუნდიალზე წარმოადგენს. აქამდე, ეს რეკორდი კარელ პობორჟსკის ეკუთვნოდა. ინ-ბეომ ჰვანმა 2023 წლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.