← მთავარი
სპორტი

მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა

6 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მექსიკა ინგლისთან 2:3 დამარცხდა.

ტუხელის გუნდმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ჯუდ ბელინგემმა 2 წუთშ დუბლის შესრულება მოახერხა. 42-ე წუთზე კინიონესმა სხვაობა შეამცირა.

54-ე წუთზე მოედნიდან ინგლისელთა მცველი ქუანსა გააძევეს, “ლევერკუზენის” მცველმა მექსიკელ მეტოქეს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. თითქოს უპირატესობა მექსიკელთა მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ მე-60 წუთზე ენტონი გორდონმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გოლად ჰარი კეინმა აქცია.

69-ე წუთზე რაულ ხიმენესმა ასევე პენალტი გაიტანა და ჩამორჩენა კვლავ ერთ ბურთამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა შეხვედრას 11 წუთი დაამატა, აღარაფერი შეცვლილა და მომდევნო ეტაპზე ინგლისის ნაკრები გავიდა.

ინგლისი 12 ივლისს, ტურნირის მეოთხედფინალში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

მეხიკო. „აცტეკა“ მექსიკა - ინგლისი 2:3 გოლები: 0:1 ბელინგემი (36), 0:2 ბელინგემი (38), 1:2 კინიონესი (42), 1:3 კეინი (60), 2:3 ხიმენესი (69) გაძევება: ქუანსა (54)

← მთავარი