← მთავარი
სპორტი

[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა

30 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში მაროკომ ნიდერლანდების ნაკრები პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.

 

მთელი შეხვედრის განმავლობაში მაროკოელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ვერბრიუგენმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა. განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდა პირველი ტაიმის ბოლოს შექმნილი მომენტი, როდესაც საიბარი ცარიელ კართან პირისპირ აღოჩნდა, თუმცა “ბაიერნის” ახალწვეულმა ბურთზე თამაში ვერ მოახერხა.

 

მეორე ტაიმში მაროკო კიდევ უფრო გააქტიურდა და ნიდერლანდები საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. ჰაკიმის თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, მაგრამ პსჟ-ს განაპირა მცველის დარტყმული ხარიხას მოხვდა. 72-ე წუთზე სამერვილის წამოწყებული კონტრშეტევა კოდი გაკპომ დაამთავრა და ნიდერლანდები დააწინაურა. “ლივერპულის” შემტევმა გოლი გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა. 92-ე წუთზე ნიდერლანდების საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში ისა დიოპმა გადაგზავნა და ანგარიში გათანაბრდა.

 

დამატებით დროში მაროკოს შესანიშნავი შანსი შეექმნა, მაგრამ ვერბრიუგენმა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოგერიება განახორციელა. დროის გასვლასთან ერთად, გუნდები ნაკლებად რისკავდნენ და თითქმის აღარ უტევდნენ. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მაროკომ 3:2 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა, სადაც კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

მონტერეი. „ესტადიო BBVA“

ნიდერლანდები - მაროკო პენ 2:3 (ძირ. და დამ. დრო 1:1)

გოლები: 1:0 გაკპო (72), 1:1 დიოპი (90+2)

თეგები:

მაროკოს ნაკრები

ნიდერლანდების ნაკრები

კოდი გაკპო

გაზიარება:

(3) /

(0)

← მთავარი