← მთავარი
სპორტი

მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა

გერმანიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ტომას მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და ლეო მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა.   „ეს ძალიან მაინტერესებს. საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. რონალდოს შეტევების დაგვირგვინების შესაძლებლობები შენარჩუნებული აქვს, მაგრამ დაცვაში კრიშტიანოს გუნდი მასთან ერთად 10.5 ფეხბურთელით თამაშობს.   მესის MLS-ში ვაკვირდები. როდესაც ბურთი აქვს, მისი ყურება ერთი სიამოვნებაა. ლეოს წინააღმდეგ თამაში კვლავ წარმოუდგენლად რთულია. ამ უნარებს ის არასოდეს დაკარგავს.   თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ფიზიკურად უბრალოდ სხვა დონეზე არიან“, - განუცხადა მიულერმა Sport1-ს.თეგები:ლიონელ მესიკრიშტიანო რონალდოტომას მიულერი(2) / (0)

← მთავარი