"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
რამდენიმე თვის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წელს “ოქროს ბურთის” მოგებას მაიკლ ოლისე იმსახურებდა.
“თუ მაიკლ ოლისე “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, გამოდის, რომ ფეხბურთში რაღაც რიგზე ვერ არის”.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” გააკეთა.
“ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო, არ ვიცი რა კონტექსტში დაუსვეს შეკითხვა, თუმცა ობიექტურადაც რომ მივუდგეთ, როგორც ფეხბურთელი და ასევე გასული სეზონის მიხედვით, პირადად ჩემთვის, ხვიჩა კვარაცხელია მაიკლ ოლისეზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ ვილიც ასე ფიქრობს და გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი მათი ურთიერთობის შესახებ, ამ თემაზე აუცილებლად დაილაპარაკებენ”, - განაცხადა მუჯირმა.
შეგახსენებთ, “ოქროს ბურთის” დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.