← მთავარი
სპორტი

[მსოფლიო თასი 2026] დალიჩი ხორვატიის ნაკრებს ტოვებს | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მსოფლიო თასი 2026] დალიჩი ხორვატიის ნაკრებს ტოვებს | Lelo.Ge

ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, - იტყობინება გამოცემა Jutarnji List.

59 წლის წლის სპეციალისტის კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამოიწურება. წყაროს ცნობით, დალიჩი ჯერ კიდევ მთავარი სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე დათანხმდა 5-მილიონიან შეთავაზებას არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.

ხორვატიის საფეხბურთო კავშირი დალიჩის შემცვლელად მოიაზრებს სლავენ ბილიჩს, რომელიც ერთხელ უკვე მუშაობდა ეროვნულ გუნდში - 2006-12 წლებში.

ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრებს 2017 წლიდან ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლის (2018) და ბრინჯაოს (2022) მედლები მოიპოვა.

← მთავარი