14-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს - ახალი დეტალები
2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა.
“მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით. ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იხილეთ ასევე:
“დიდი ტრაგედია დატრიალდა… მთელი სოფელი ჩასულია და რაჟდენს ეძებენ… ამბობენ, უკნიდან მანქანა დაეჯახა და გადავარდა წყალშიო” - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელსაც 24-საათზე მეტია, მტკვარში ეძებენ მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებაhttps://www.ambebi.ge/article/344522-mtkvarshi-mankanis-gadavardnis-sakmeze-dakavebuls-b/