საქართველოს მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტი გადაუგზავნა, რომელიც მინისტრის მოადგილეებისთვის ხელფასზე 50-პროცენტიანი დანამატის დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი სახელმწიფო სამსახურის ანაზღაურების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომზადდა. ავტორების განმარტებით, ეს ცვლილება მიზნად ისახავს სახელმწიფო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას.
ოპოზიციის წარმომადგენლები ინიციატივას აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, მმართველი გუნდი — ქვეყანაში ეკონომიკური სიძნელეების ფონზე — მაღალჩინოსნების ხელფასების გაზრდას ანიჭებს უპირატესობას.