← მთავარი
სპორტი

მსოფლიო თასი 2026 — C ჯგუფი: ნეიმარი გახსნის მატჩს შეიძლება გამოტოვოს, მაროკო ორი ფეხბურთელის გარეშე

11 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
მსოფლიო თასი 2026 — C ჯგუფი: ნეიმარი გახსნის მატჩს შეიძლება გამოტოვოს, მაროკო ორი ფეხბურთელის გარეშე

მსოფლიო თასზე პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ახალი საფიქრალი გაუჩინა ნეიმარის მორიგმა ტრავმამ. „სანტოსთან” მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ნეიმარი, ერთი შეხედვით, გამოჯანმრთელდა, მაგრამ კიდევ ერთი ვარჯიში გამოტოვა. ეს თითქმის ცხადყოფს, რომ მაროკოსთან სასტარტო მატჩი — 14 ივნისი, 02:00 — მის გარეშე ჩაივლის. კითხვის ნიშნის ქვეშ C ჯგუფის შემდეგი ორი მატჩიც — ჰაიტისა და შოტლანდიის წინააღმდეგ — დგება.

მაროკომ ორი ფეხბურთელი დაკარგა

მაროკოს ნაკრებს ურთულესი ამბები ხვდება. ფიფა-ს ოფიციალური ცნობით, „ბეტისის” გარემარბი აბდესამად ეზალზული და „მარსელის” მცველი ნაიეფ აგერი ტრავმების გამო მსოფლიო თასს ვერ ესწრებიან. ეზალზული ნორვეგიასთან ამხანაგურ მატჩში (1:1) დაშავდა, აგერის ტრავმაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ არის.

ამ ორი ფეხბურთელის ნაცვლად ნაკრებში ამინ სბაი („ანჟერი”, საფრანგეთი) და მარვანი სადანი („ალ-ფატეჰი”) გამოიძახეს.

C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია.

← მთავარი