სპორტი
[მსოფლიო თასი 2026] როგორ?! რანაირად?! ბოსნიასთან გაძევებულ აშშ-ის ნაკრების ლიდერს ფიფა-მ დისკვალიფიკაცია მოუხსნა და მერვედფინალში თამაშის უფლება მისცა! | Lelo.Ge
თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც ბოსნიასთან მატჩში გააძევეს, ბელგიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშებს!
აი, ასე - მუნდიალის თანამასპინძლობა პრივილეგიაა. საინტერესოა, სხვა რომელიმე ნაკრების ფეხბურთელისთვის თუ დაუშვებდნენ ასეთ პრეცედენტს?
ფიფა-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ გამოიყენა კოდექსის 27-ე მუხლი, რომელიც უფლებას იძლევა, გამოსაცდელი ვადით, სრულად ან ნაწილობრივ, შეჩერდეს მოედანზე მიღებული სადისციპლინო ზომის აღსრულება. კომიტეტმა აღნიშნა, რომ “მატჩის გამოტოვების სასჯელის აღსრულება შეჩერებულია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით”.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ფიფა ძალზე სახიფათო პრეცედენტს უშვებს…