← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] აშშ 2:0 ბოსნია. რკინის ამერიკა - ოცნება გრძელდება! | Lelo.Ge

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] აშშ 2:0 ბოსნია. რკინის ამერიკა - ოცნება გრძელდება! | Lelo.Ge

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

აშშ 2:0 ბოსნია

02.07. სან ფრანსისკო. “ბაი არეა სთედიუმი”. 68 827 მაყურებელი

გოლები: 1:0 ბალოგუნი (45), 2:0 ტილმანი (82)

აშშ (4-3-3): ფრიზი 7.2* - ფრიმენი 8.5, რიჩარდსი 7.6, რიმი 7.1, რობინსონი 7.6 - მაკკენი 7.4 (90+5. რეინა), ადამსი 6.8, ტილმენი 7.7 - დესტი 6.6 (87. ბერჰალტერი), პულიშიჩი 6.2 (88. პეპი), ბალოგუნი 6.2

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბოსნია (5-3-2): ვასილი 4.5 - დედიჩი 6.7, კატიჩი 5.7 (75. მემიჩი 6.3), მუჰარემოვიჩი 6.7, რადელიჩი 6.2, კოლაშინაცი 6.0 (75. ტაბაკოვიჩი 6.3) - გიგოვიჩი 6.2 (51. ბაირაკტარევიჩი 6.3), შუნიჩი 5.8 (51. ტაჰიროვიჩი 6.4), ალიაბეგოვიჩი 5.9 - ჯეკო 6.2 (51. მაჰმიჩი 5.7), დემიროვიჩი 5.7

მწვრთნელი: სერგეი ბარბარესი

გაფრთხილება: რადელიჩი (80)

გაძევება: ბალოგუნი (64)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: მალიკ ტილმენი (აშშ)

არბიტრი: რ. კლაუსი (ბრაზილია)

აშშ-ის ნაკრებმა ბოსნიასთან მატჩში ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გავიდა მერვედფინალში, თანაც - სავსებით დამსახურებულად.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდს არ ჩაუთვალეს ორი გოლი და გაუძევეს პირველი გოლის ავტორი ფოლარინ ბალოგუნი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურნირის თანამასპინძელი არ შედრკა და ნაკლებობაშიც გაუტანა მეტოქეს.

უხეშ თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა ამერიკელთა ჭკვიანური ტაქტიკა. მათ უარი თქვეს იმ ფეერიულ ფეხბურთზე, რომელიც აჩვენეს ჯგუფურ ეტაპზე და დაბალანსებული თამაშით კონტრშეტევების საშუალება მოუსპეს მეტოქეს, ვისთვისაც თამაშის ეს კომპონენტი მთავარი იარაღია.

მეორე კომპონენტი კი, რამაც ამერიკელთა წარმატება განაპირობა, გუნდის ფსიქოლოგიური მდგრადობა, რკინის მენტალიტეტია. ეს იყო თამაში, რომელშიც ძალიან ბევრი რამ არ მოხდა ამერიკელთა სასარგებლოდ, მაგრამ მოვლენათა ასეთმა განვითარებამ აშშ კიდევ უფრო შეკრა და გააძლიერა.

ასე რომ, ამერიკული ოცნება გრძელდება!

ფაქტები

ესმირ ბაირაკტარევიჩმა (ბოსნია) ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში, მერე კი ბოსნიის მოქალაქეობა მიიღო და ახლა ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა.

აშშ-ის ნაკრების შემტევის, ფოლარინ ბალოგუნის სტატისტიკა მიმდინარე მუნდიალზე შესანიშნავია - 3 მატჩი და 3 გოლი, მაგრამ ის გაძევებამ დაჩრდილა.

აშშ-ისა და ბოსნიის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ორში კი ამერიკელებმა იმარჯვეს. ბოსნიელებმა ვერც მეოთხე შეხვედრაში მოახერხეს კონკაკაფ-ის წარმომადგენლის დამარცხება.

აშშ-ის ნაკრებს ევროპელ მეტოქეებთან მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ ბოლო 21 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა, უკანასკნელ 13 მატჩში კი მათ გამარჯვების გემო არ იცოდნენ. ნავსი ბოსნიასთან გატყდა.

ბოსნიის ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში, პირველად ითამაშა მუნდიალის პლეი-ოფში.

← მთავარი