← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ნიდერლანდები 1:1, პენ 2:3 მაროკო. როცა საკუთარ იდენდობაზე უარს ამბობ... ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებლები მათივე იარაღით დაჯაბნეს!

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ნიდერლანდები 1:1, პენ 2:3 მაროკო. როცა საკუთარ იდენდობაზე უარს ამბობ... ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებლები მათივე იარაღით დაჯაბნეს!

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

ნიდერლანდები 1:1, პენ 2:3 მაროკო

30.06. მონტერეი. “ესტადიო BBVA”. 51 243 მაყურებელი

გოლები: 1:0 გაკპო (72. სამერვილის პასით), 1:1 დიოპი (90+1. თალბის პასით)

პენალტების სერია: 1:0 კოოპმეინერსი, 1:0 ელ აინაუი (ხარიხა), 1:0 კლუივერტი (ძელი), 1:1 რაჰიმი, 2:1 ვეგჰორსტი, 2:2 თალბი, 2:2 კ. ტიმბერი (აცილება), 2:2 ჰაკიმი (ძელი), 2:2 სამერვილი (მეკარე), 2:3 საიბარი

ნიდერლანდები (3-4-2-1): ვერბრიუგენი 7.9 - ვან ჰეკე 6.7, ვან დეიკი 6.3, აკე 6.5 (71. კოოპმეინერსი 6.6) - დუმფრისი 5.9, გრავენბერხი 6.2 (87. კ. ტიმბერი 6.1), დე იონგი 6.2 (110. დე როონი), ვან დე ვენი 6.1 (87. ჰატო 6.3) - სამერვილი 6.4, გაკპო 6.1 (113. კლუივერტი) - ბ. ბრობი 6.4 (71. ვეგჰორსტი 6.6)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მაროკო (4-2-3-1): ბუნუ 6.2 - ჰაკიმი 7.6, დიოპი 8.1, რიადი 6.6 (75. სალაჰ-ედინი 6.7), მაზრაუი 8.1 - ბუადი 6.7 (79. ელ მურაბეტი 6.5), ელ აინაუი 7.5 - ბრაჰიმ დიასი 6.0 (79. იასინი 6.6), უნაი 8.4 (86. რაჰიმი 6.5), ელ ხანუსი 6.2 (87. თალბი 7.2) - საიბარი 6.2

მწვრთნელი: მოჰამედ უაჰბი

გაფრთხილება: დიოპი (47)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ისა დიოპი (ნიდერლანდები)

არბიტრი: ვ. სამპაიო (ბრაზილია)

მაროკოსა და ნიდერლანდების მატჩი ერთ-ერთი გამორჩეული იყო მიმდინარე მუნდიალზე. ერთი შეხედვით, გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - მაროკომ ტოტალური ფეხბურთის შემომქმედნი სწორედ ტოტალური ფეხბურთით დაჯაბნა.

მართალია, წაქცეულმა კრისენსიო სამერვილმა რთული მდგომარეობიდან დიდებული საგოლე პასი მისცა კოდი გაკპოს, მაგრამ მაროკო არ დანებდა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა, ისა დიოპმა, კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე ბრწყინვალე თავურით გაათანაბრა.

გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და ზედიზედ მეორე მატჩში გახდა საჭირო პენალტების სერია. იქ ცალკე დრამა დატრიალდა. მარტო ის რად ღირს, ნიდერლანდელთა კარის დარაჯ ბარტ ვერბრიუგენს მოგერიებული ბურთი კარში რომ შეუგორდა…

ან ის, როგორ ამჩატდნენ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ნიდერლანდელები, განსაკუთრებით ჩვენ მიერ სამერვილი. ან კიდევ, მეკარე იასინ ბუნუს მიერ ცალი ხელი აღებული პენალტი, მერე ძელები, ხარიხა…

თერთმეტმეტრიანები სერია რაღაცნაირად საფეხბურთო ლატარეაა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამჯერად საფეხბურთო ფორტუნამ მართებულად განსაჯა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მაროკო ნიდერლანდებზე უკეთესი იყო. ჰქონდა ბურთი და ხშირად ლამაზ კომბინაციებსაც დგამდა.

ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ ვივარაუდეთ, რომ რონალდ კუმანი ნიდერლანდებს ხეირს არ დააყრიდა და აგერ, შედეგიც. მაინცდამაინც გადამწყვეტ მატჩში კუმანმა დაცვითი ტაქტიკა აარჩია, ხოლო თამაშის მსვლელობისას კიდევ უფრო დაამძიმა შემადგენლობა.

ხშირად ასე ხდება ხოლმე: როცა შენს საფეხბურთო იდენტობას და წარსულს ღალატობ, წარმატებას ვერ მოიმკი. ასე შეიძლება სხვა ნაკრებებმა ითამაშონ, მაგრამ თუნდაც ძალიან კარგ მაროკოსთან ნიდერლანდებს გამოკვეთილი “მეორენომრობა” არ ეკადრებოდა!..

ფაქტები

მაროკოს ნაკრებმა ევროპულ ნაკრებებთან ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ორ შეხვედრაში გაუშვა გოლი.

მაროკო და ნიდერლანდები მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. 1994 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, ნიდერლანდებმა 2:1 მოიგო.

2022 წლიდან ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი გუს ტილი და მაროკოს ნაკრების ფორვარდი ისმაელ საიბარი თანაგუნდელები იყვნენ პსვ “ეინდჰოვენში”. მათ ბოლო 3 სეზონში ამდენჯერვე ერთად მოიგეს ერედივიზიონი.

← მთავარი