კოტ დ'ივუარი 1:2 ნორვეგია. ჰალანდმა ნორვეგიას ისტორია დაუწერა!
მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი
კოტ დ’ივუარი 1:2 ნორვეგია
30.06. დალასი. “დალას სთედიუმი”. 69 665 მაყურებელი
გოლები: 0:1 ნუსა (39. ედეგორის პასით), 1:1 დიალო (74. პეპეს პასით), 1:2 ჰალანდი (86. ბერგის პასით)
კოტ დ’ივუარი (4-1-4-1): ი. ფოფანა 6.2* - გ. დუე 6.8, კოსუნუ 6.6, აგბადუ 6.1, კონანი 6.1 (90+3. ტურე) - სანგარე 6.8 - პეპე 7.2 (87. დიაკიტი), კესი 6.1, ინაო ულაი 6.7 (60. დიალო 8.2) - ი. დიომანდე 7.2 (90+3. გესანი) - ბონი 6.0 (60. ვაჰი 6.2)
მწვრთნელი: ემერს ფაე
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი 7.2 - პედერსენი 5.9 (83. აურსნესი), აიერი 8.0, ჰეგემი 7.5, ვოლფე 6.1 - ედეგორი 7.7, ბერგე 6.9, ბერგი 8.4 - სიორლოტი 6.9 (71. ბობი 6.7), ნუსა 7.2 (71. შილდერუპი 6.7), ჰალანდი 7.9
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი
გაფრთხილება: ნუსა (45+1)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ანტონიო ნუსა (ნორვეგია)
არბიტრი: ხ. ვალენსუელა (ვენესუელა)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ნორვეგიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაძლია მსოფლიოს ჩემპიონატის საპლეიოფო სტადია. კოტ დ’ივუართან დაძაბული, დრამატული მატჩი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნორვეგიელთა ისტორია დაწერა სწორედ იმ კაცმა, ვისაც ეკუთვნოდა მისი დაწერა - ჩრდილოელებს ერლინგ ჰალანდმა მოაგებინა
ანტონიო ნუსას ჯადო-გოლით ნორვეგია იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ამად დიალომ ტექნიკის ქარ-ცეხლი შემოგვთავაზა და მეორე ულამაზესი გოლი მიითვალა ამ შეხვედრაში. სულ ბოლოს კი ავანსცენაზე მთავარი “ვიკინგი” გამოვიდა და უზომოდ გაახარა ყველა ნორვეგიელი.
ჰალანდი უბრალოდ შეუჩერებელია. მან მიმდინარე მუნდიალზე ყველა შეხვედრაში გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე 5 გოლია.
ვიხილეთ ორი თანაბარი ნაკრების ჯახი, რომელშიც ყველაფერი მაინც ჰალანდის კლასმა გადაწყვიტა. და კიდევ: ღვაწლს ნუ დავუკარგავთ ორიან ნილანდს, ნორვეგიის ნაკრებისა და “სევილიას” სათადარიგო მეკარეს, ვინც სულ ბოლოს დიალოს ურთულესი დარტყმა მოიგერია.
ის, რაც ვერ შეძლო ტორე-ანდრე ფლოს ნორვეგიამ, უფრო დაცვითმა და პრაგმატულმა, შეძლო ამ თაობამ. ბრაზილიას კი მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არ ექნება მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში…
ფაქტები
კოტ დ’ივუარისა და ნორვეგიის ნაკრებები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ნორვეგიის ნაკრებმა აფრიკულ გუნდებთან გამართული ბოლო 20 შეხვედრის ძირითად დროში წააგო მხოლოდ 2 მატჩი. ნორვეგიელები სენეგალთან დამარცხდნენ 2006 წელს, ხოლო 2009 წელს - სამხრეთ აფრიკასთან.
კოტ დ’ივუარის ნაკრებმა ისტორიაში პირველადც ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში.
ნორვეგიამ მესამედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში. წინა ორ შემთხვევაში ჩრდილოელები იტალიასთან დამარცხდნენ (1:2 - 1938 წელს და 0:1 - 1998 წელს).
არნე ბრუსტადის შემდეგ, რომელმაც თავი გამოიჩინა 1934 წლის მუნდიალზე, ანტონიო ნუსა გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ნორვეგიელთა შემადგენლობაში მუნდიალის პლეი-ოფში გაიტანა.