[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] ბრაზილია 1:2 ნორვეგია. ჰალანდმა კერპები შემუსრა! ნორვეგიული წყევლა ბრაზილიისთვის... | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი
ბრაზილია 1:2 ნორვეგია
06.07. ნიუ იორკი. “მეტლაიფ სთედიუმი”. 80 663 მაყურებელი
გოლები: 0:1 ჰალანდი (79. შილდერუპის პასით), 0:2 ჰალანდი (90. შილდერუპის პასით), 1:2 ნეიმარი (90+10-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ბრუნო გიმარაეში (14)
ბრაზილია (4-4-2): ალისონი 6.4 - დანილო 6.8, მარკინიოსი 6.0, გაბრიელი 6.3, დუგლას სანტუში 7.0 - რაიანი 6.9 (67. დანილო სანტური ), ბრუნო გიმარაეში 5.6 (79. ედერსონი ), კაზემირო 6.7, 76, მარტინელი 6.8 (67. ნეიმარი ) - კუნია 6.5 (58. ენდრიკი 6.8), ვინისიუსი 7.3
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი 7.5 - რიერსონი 6.6 (63. აურსნესი ), აიერი 6.7, ჰეგემი 6.4, ვოლფე 7.3 (90+5. ოსტიგორი) - ბერგე 7.8, ოდეგორი 6.7, ბერგი 6.7 - სიორლოტი 6.4 (46. ბობი 6.9), ნუსა 6.3 (46. შილდერუპი 7.8), ჰალანდი 8.7
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი
გაფრთხილება: ნეიმარი (90+6)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია)
არბიტრი: ი. ელფატი (აშშ)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ცნობილია: ერლინგ ჰალანდი ბრაზილიის ნაკრების დიდი ქომაგია. ისე მოხდა, რომ მან კერპები შემუსრა - მისმა დუბლმა კარლო ანჩელოტის მიერ გაწვრთნილი გუნდი შინ გაუშვა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალიდან.
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მართლაც დიდებული იყო. შესრულებული დუბლით მან თავგზა აუბნია ბრაზილიელებს. ნორვეგიელთა გამარჯვებას დაუმსახურებელს ვერავინ უწოდებს.
ჩრდილოელები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესები იყვნენ, ფლობდნენ ბურთს და უპირატესობას. ანბჩელოტის კი ალბათ უარესი მატჩი ჰქონდა მთელს სამწვრთნელო კარიერაში.
ბრაზილია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით კაცნაკლული თამაშობდა მას შემდეგ, რაც მინდორზე ნეიმარი შემოვიდა. ვეტერანი ვერ (თუ არ) დარბოდა და ისე სურდა თამაშის დატრიალება. ასეთი რამ დღეს მხოლოდ ლიონელ მესის შეუძლია. ის გატანილი 11-მეტრიანი კი დიდი ვერაფერი ნუგეშია “სელესაოსათვის”.
ასეა, როცა საკუთარ ფესვებს შორდები და ბურთს მთლიანად ნორვეგიას გადააბარებ, აუცილებლად დაისჯები. ვინ იტყვის, რომ ამ ბრაზილიას უსათუოდ უნდა გაეგდო ნორვეგია? ალბათ, ვერავინ…
ისტორიასაც ჩავხედოთ: ბრაზილია ხუთჯერ ეთამაშა ნორვეგიის ნაკრებს და ვერცერთხელ მოუგო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია…
ფაქტები
ბრუნო გიმარაეშმა კარიერაში მე-4 პენალტი დაარტყა და პირველად მოხდა, რომ გააფუჭა.
ნორვეგია აქამდე 4-ჯერ ეთამაშა ბრაზილიის ნაკრებს და არასოდეს დამარცხებულა.
ბრაზილიის ნაკრებმა ბოლოს მუნდიალზე 11-მეტრიანი გააფუჭა 1986 წელს. ეს მოხდა საფრანგეთთან მეოთხედფინალში. მაშინ დარტყმა ლეგენდარულმა ზიკომ შეასრულა.
ბრაზილის ნაკრებს 2002 წლის შემდეგ მუნდიალის პლეი-ოფში არასოდეს მოუგია ევროპელი მეტოქისთვის. ბრაზილიელები ზედიზედ გავარდნენ საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, გერმანიასთან, ბელგიასთან და ხორვატიასთან.
ერლინგ ჰალანდმა გაიტანა ზედიზედ მე-14 სანაკრებო მატჩში. მის ანგარიშზე ამ მუნდიალზე 7 გოლია.