← მთავარი
სპორტი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო „რეალ მადრიდის” მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა

11 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო „რეალ მადრიდის” მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა

„რეალ მადრიდი” ოფიციალურად ადასტურებს: ჟოზე მოურინიო — „სამეფო კლუბის” ახალი მთავარი მწვრთნელია. 63 წლის პორტუგალიელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გუნდის მართვას ის 13 ივლისიდან დაიწყებს.

მოურინიომ ლისაბონის „ბენფიკა” მიატოვა. ამ გადასვლის სანაცვლოდ „ბენფიკა” 15 მილიონი ევროს კომპენსაციას მიიღებს.

მოურინიო „რეალ მადრიდს” 2010–2013 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში კლუბმა ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი და სუპერთასი მოიგო. „სამეფო კლუბში” ის ალვარო არბელოას ენაცვლება.

← მთავარი