მოურინიო „რეალში” ანარქიას ბოლოს მოუღებს — 10 ფეხბურთელი გადის
„მარკას” ინფორმაციით, „რეალ მადრიდში” დაბრუნებისთანავე ჟოზე მოურინიო გუნდში მუშაობას მკაცრი დისციპლინის დამყარებით დაიწყებს. კლუბის ხელმძღვანელობას მან განუცხადა: მის საკადრო გადაწყვეტილებებში ჩარევა მიუღებელია.
პორტუგალიელი ათ ფეხბურთელს გეგმავს გასახლებლად. სიაში: ვინისიუსი, ედუარდუ კამავინგა, დანიელ სებალიოსი, ფერლან მენდი, ანდრეი ლუნინი და გონსალო გარსია. ფედერიკო ვალვერდე ან ორელენ ჩუამენი ასევე შეიძლება გაიყიდოს — ორთა შორის „განსაკუთრებული” ჩუამენის გასვლას ამჯობინებს, ვინაიდან იმჯობინებს მის გამოყენებას დაცვაში. „რეალიდან” უკვე წავიდნენ დანიელ კარვახალი და დავიდ ალაბა.
ახალი ტრანსფერები
მოურინიო სასწრაფოდ ორ მცველს ითხოვს. პირველი — „ბორუსია დორტმუნდის” 26 წლის ცენტრმცველი ნიკო შლოტერბეკი (191 სმ, ფასი 55 მლნ ევრო). ბერლინში გუშინ მასთან შეხვედრა გაიმართა. მეორე — „სპორტინგის” 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მორტენ იულმანი (45 მლნ ევრო).
პრეზიდენტობის ცვლილება?
„რეალის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ენრიკე რიკელმემ განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესს დაამარცხებს. „ისეთი გუნდი უნდა ავაშენოთ, რომლის პატივისცემა ყველას ექნება”, — ამბობს ის.
„რეალს” მოურინიოს „ბენფიკიდან” გამოყვანისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.