31 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ ბერნარდო სილვას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - იტყობინება Fussball Transfers-ის ჟურნალისტი დომინიკ შნაიდერი. პორტუგალიელის დამატებით პირადადაა დაინტერესებული მისი თანამემამულე მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც „რეალს“ მალე ჩაუდგება სათავეში. ბერნარდო სილვა რამდენიმე დღის წინ „ბარსელონაში“ გადასვლაზე იყო თანახმა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. კატალონიური კლუბი მას ორწლიან ხელშეკრულებას ჰპირდებოდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას არ აძლევდა. არადა, ფეხბურთელი ხელფასის შემცირებაზე იყო თანახმა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ბერნარდო სილვამ 53 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermark-ის მიხედვით კი მისი ფასი 22 მილიონი ევროა.თეგები:ბარსელონამანჩესტერ სიტიმადრიდის რეალიბერნარდო სილვა(0) / (1)