სპორტი
ჟოზე მოურინიო სამ წელიწადში მეორედ „რეალ მადრიდს” უბრუნდება — David Ornstein
ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „რეალ მადრიდს” უბრუნდება — ამის შესახებ ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი წერს.
ორნშტეინის ინფორმაციით, „განსაკუთრებულმა” გასულ კვირაში ხელი სამწლიან კონტრაქტს მოაწერა. ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.
მოურინიო „რეალ მადრიდს” 2010–2013 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში კლუბმა ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი და სუპერთასი მოიგო.